დღეს კინოჩვენებაზე ნაჩვენები იყო 1943 წელს გადაღებული ფილმი ,,ეს ჩემი მიწაა "
Saturday, November 23, 2019
Thursday, November 14, 2019
Wednesday, November 13, 2019
Tuesday, November 12, 2019
Thursday, November 7, 2019
Monday, November 4, 2019
სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის
სახელწოდება ,,ერთობა”
პროექტის შინაარსი და აქტუალურობა
თანატოლებთან
ურთიერთობა მნიშვნელოვანია მოზარდების პიროვნულ
და სოციალურგანვითარებაში; VII კლასში
ასაკის მატებასთან ერთად კლასში იმატა
კონფლიქტურმა სიტუაციებმა;
ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მოსწავლეებს აქვთ
დაბალი სოციალური უნარ-ჩვევები, ამიტომ ვერ ახერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ
პოზიტიური ურთიერთობები, არ იციან, როგორ იმეგობრონ ერთმანეთთან, რა მისაღები
ფორმით მიიპყრონ მასწავლებლის ყურადღება. როგორ მართონ თავიანთი ემოციები; კლასში
არსებულმა პრობლმებმა მიმიყვანა მოსწავლეებთან ერთად პროექტზე მუშაობის იდეამდე.
საფეხური VII
საბაზო|მეშვიდე
პროექტის განხორციელების
დრო
21.10.2019 - 28.10.2019
პროექტის სასწავლო
მიზნები
პროექტის
მიზანი დავეხმარო მოსწავლეებს
სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში; მათ შორის უმთავრესის
- თანაკლასელებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ინდივიდებთან და ჯგუფებთან
კომუნიკაცია,
თანამშრომლობა, იყვნენ შემწყნარებლები, იცოდნენ როგორ გამოიყენონ
საკუთარი და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები.
პროექტის განხორციელების რისკები:
შეიძლება არ მოვიდეს მშობელი ან
სტუმარი
რისკების თავიდან აცილების გზები:
პროექტის დაგეგმისას გავითვალისწინე
მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები, ოჯახური მდგომარეობა, წინასწარ შევუთანხმდი მათ
მშობლებსა და მოსაწვევ სტუმარებს
აქტივობები:
·
პროექტის იდეის გაცნობა
·
ფსიქოლოგთან, მოსწავლეებისა და მათი მშობლების შეხვადრა,
საუბარი თემაზე: ,,გვიყვარდეს ერთმანეთი”
·
ინტერვიუ პირად საკითხებზე (ერთმანეთისგან)
·
სტუმრის მოწვევა (სკოლის სამოქალაქო
განათლების მასწავლებელი)
·
აქტივობების ამსახველი ფოტო-ალბომის
შექმნა
·
პროექტის პრეზენტაცია
პროექტის მონიტორინგი
საპროექტო აქტივობები
|
ვადა
|
მოსალოდნელი
შედეგი
|
საჭირო რესურსი
|
პასუხისმგებელი
პირი
|
მოსწავლეები გაეცნენ
პროექტის იდეას და ითანამშრომლეს მასწავლებელთან
შეადგინეს დაკვირებისა
და თვითშეფასების ცხრილი
|
21.10
|
მოსწავლეებში და მათ
მშობლებში ინტერესის გამოწვევა და გახალისება
|
მოსწავლეები ოთახი შეხედრისთვის
საკანცელარიო მასალა
|
პედაგოგი
მარინა ჩანთარია
|
ფსიქოლოგი შეხვდა მოსწავლეებს
და მათ მშობლებს და გაიმართა საუბარი თემაზე: ,,გვიყვარდეს ერთმანეთი”
|
22.10
|
მოსწავლეებს შორის სიყვარულის
გრძნობის გაღვივება თანამშრომლობა ჯგუფის ყვალა წევრთან
|
ოთახი შეხვედრისთვის
მოსწავლეები ფსიქოლოგი მშობლები
|
პედაგოგი მოსწავლეები
|
მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად,
გულახდილად უპასუხეს ერთმანეთის (თანაკლასელთა) შეკითხვებს
|
23.10
|
გულახდილობისა და კეთილგანწყობის გრძნობის დაუფლება
|
ოთახი შეხვედრისთვის მოსწავლეები
|
პედაგოგი მოსწავლეები
|
გაიმართა მცირე დისკუსია
კითხვა-პასუხის რეჟიმში სამოქალაქო განათლების მასწავლებელსა და მოსწავლეებს და შორის, თემაზე: ,,თანატოლებს შორის ურთიერთობები”
|
24.10
|
თანატოლებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება მშობლების
ჩართულობა
|
ოთახი შეხვედრისთვის
მოსწავლეები მშობლები
|
პედაგოგები მოსწავლეები
|
შეიქმნა აქტივობების
ამსახველი ფოტო-ალბომი, რომელშიც აისახა პროექტზე მუშობის სიტუაციები
|
25.10
|
მოსწავლეთა სამახსოვრო ფოტოები
|
მოსწავლეები მშობლები
სალასო ოთახი საკანცელარიო მასალა ფოტოები- (მობილური
ტელეფონი)
ფერადი ფანქრები
|
პედაგოგები მოსწავლეები
|
მოეწყო პროექტის პრეზენტაცია
|
28.10
|
შედეგების ურთიერთგაზიარება და წარმოჩენა
|
საკლასო ოთახი მოსწავლეები
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
რეფლექსია
1. მოსწავლეთა თვითშეფასება
სახელი, გვარი -
რა მოლოდინებით დავიწყე პროექტზე მუშაობა? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რამდენად მივაღწიეთ პროექტის მიზანს?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა იყო შემოთავაზებული გაკვეთილისაგან განსხვავებული?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა ვისწავლე?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რას გავითვალისწინებ შემდეგ პროექტზე მუშაობის პროცესში?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
· შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში:
· იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია:
· აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ;
· ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი;
· იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი;
· ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი;
რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე
სოციალური პროექტი „ერთობა“ წარმატებით განვახორციელე VII კლასში.
პროექტის მიზანი იყო:
თემისა და სკოლის საზოგადოების მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლება,ასევე დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში; მათ შორის უმთავრესის - თანაკლასელებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ჩემს მიერ შერჩეული ყველა აქტივობები წარიმართა მიზანმიმართულად გეგმის მიხედვით,რამაც შესაბამისად გამიყვანა დასახული მიზნის მიღწევაზე.
ჩემი ხედვით, პროექტი ყველაზე წარმატებული იყო შემდეგ კომპონენტში,როდესაც მოსწავლეებმა გაითავისეს და გაინაწილეს (თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე) შესასრულებელ დავალებებზე პასუხისმგებლობა,ჩაერთვნენ აქტიურად და მოტივირებულად.განსაკუთრებული მონდომებით მუშაობდა საინიციატივო ჯგუფი,იგი მთელი პროექტის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა მოსწავლეებთან, აწვდიდა ინფორმაციას, აძლევდა დავალებებს...
პროექტის განხორციელება მეტად სასარგებლო იყო მოსწავლეებისათვის. პროექტმა ხელი შეუწყო მათი შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას. პროექტის განმავლობაში მონაწილეებში შეიმჩნეოდა პოზიტიური დინამიურობა - სიახლეების მიმღებლობა, თანამშრომლობა და მეგობრობა, ყველამ იცოდა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასეთი თანამშრომლობა კი ყველასათვის ურთიერთსასარგებლო იყო.
პროექტით დასახული ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა, შესაბამისად არ მომხდარარომელიმე აქტივობის დამატება ან მოდიფიცირება.
მომავალში მსგავსი პროექტის განხორციელებისას შევეცდები უფრო მეტი ყურადღება დავუთმო მშობელთა ჩართულობას, პროექტის დაგეგმვა განხორციელებაში უფრო მეტი მშობელი ჩავრთო.
მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით მოცემულ ლინკზე/ლინკებზე, სადაც ჩანს პროექტის დროს განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტომასალა:
https://makaiakofovi.blogspot.com/2019/10/blog-post_83.html
https://makaiakofovi.blogspot.com/2019/10/21.html
Subscribe to:
Posts (Atom)