საწრეო მუშაობა ,,ისტორიის მოყვარულნი"

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის  ძვველი ქანდის საჯარო სკოლის ისტორიის  საწრეო მუშაობის
,, ისტორიის მოყვარულნი“
          



საწრეო   მუშაობა
           
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის, ძველი ქანდის საჯარო სკოლაში შეიქმნა ისტორიის მოყვარულთა წრე.
სამიზნე ჯგუფი:  საბაზო საფეხურის მოსწავლეები - VII კლასი  VIII კლ
წრის კურატორი: საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ისტორიის პედაგოგი  მაკა ირემაშვილი
მიზანი:  შეისწავლონ სირმისეულად პოლიტიკური მოღვაწეების ბიოგრაფია, მათი გატარებული რეფორმები, პიროვნების დადებითი და უარყოფითი თვისებები.. მოსწავლეები შეძენილი ინფორმაციის საშუალებით შეძლებენ და ეცოდინებათ თუ  რა მნიშვნელობა ჰქონდათ ამ პოლიტიკურ ფიგურებს ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. ეს ყოველივე ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას,  გაიგებენ და შეისწავლიან უამრავ ფაქტებსა და მოვლენებს, რომელიც აამაღლებს მოსწავლერების ცნობიერების დონეს,ინტელექტს.
განუვითარდებათ: ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, სხვისი აზრების გაზიარების,თანამშრომლობითი, შემოქმედებითი აზროვნების, მსჯელობის, ანალიზის პრეზენტაციის წარდგენის, წიგნიერების უნარები...
აქტუალობა: მოსწავლეებს გაუღვივდებათ ისტორიის მიმართ უფრო მეტი სიყვარული, გაითავისებენ ამათუიმ ისტორიულ ფაქტს და მოვლენებს.. ჩამოყალიბდებიან სრულუფლებიანი მოქალაქეები. წრის დანიშნულებაა მოსწავლეებს გაუღრმავოს და განუმტკიცოს ისტორიული პიროვნების  მიმართ ცოდნა, აუმაღლოს მოსწავლეებს ინტერესი და მოტივაცია.. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს VII  კლასის მოსწავლეებს გაამყარონ  და განიმტკიცონ ცოდნა..სახალისოპ და სასიამოვნო რომ გახდეს თითოეული აქტივობა ჩატარდება სხვადასხვა პროფილით: საწრეო შეხვედრა ღია ცისქვეშ.. მოსწავლეების ინიციატივით შეხვედრებზე გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი აქტივობები..
თემატიკა: პოლიტიკური პიროვნებები, მმართველები, მხედართმთავრები,ფილმის ჩვენება
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
სასწავლო რესურსი: პლაკატები, კომპიუტერი,დამატებითი ლიტერატურა, სახელმძღვანელო, კალამი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები,ფლიჩქარტები..
აღწერა: წრის მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაცია, მოსწავლეთა მშობლებისათვის წრის მუშაობის მიზნის გაცნობა,შეხვედრის განრიგი.
შესაბამისობა ესგ-ს გათვალისწინებულ შედეგებთან:
 მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
მოსწავლე დროის სკალაზე აღნიშნავს პიროვნების მნიშვნელოვან მოვლენებს..
ახასიათებს მის დადებით და უარყოფით თვისებებს.
მოსალოდნელი შედეგები: წრის წევრები საფუძვლიანად შეისწავლიან პოლიტიკური პიროვნებების ოსტორიას, ისტორიული მასალის მოპოვებისა და დამუშავების გზით შეძლებენ მინი ნაშრომების შექმნას და წრის წევრებისადმი წარდგენას.. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ისტორიის საგნისადმი მეტ დაინტერესებას, გაიგებენ ამბებს იმ მნიშვნელოვან პირებზე, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ისტორიაში..
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში, სკოლაში საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა, გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე.
წრის მუშაობაში ჩართული პირები: საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეები (VII), მოსწავლეთა მშობლები და ისტორიის მასწავლებელი..
მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წლის
დრო: წრის მუშაობა განხორციელდება  2019 წლის პირველ  სემესტრიდან კვირაში ერთხელ  ყოველ პარასკევს . გაგრძელდება 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე. შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წუთი.


წრის მეცადინეობის გეგმა


N
თარღი
თემის დასახელება
საათების რაოდეობა

1
04.10.2019
თემატიკის შერჩევა მოსწავლეების მონაწილეობით
1სთ

2
11.10.2019
თამარ  მეფე 
1სთ

3
18.10.2019
ქრისტიანობის ჩამოყალიბება და გავრცელება
1სთ
4
25.10.2019
იოსებ ჯუღაშვილი-სტალინი
1სთ
5
01.11.2019
ვახტანგ  VI
1სთ
6
08.11.2019
თემურ ლენგი
1სთ
7
15.11.2019
ნაპოლეონ ბონაპარტი
1სთ

8
22.11.2019
ალექსანდრე  მაკედონელი
1სთ
9
29.11.2019
დავით აღმაშენებელი
1სთ
10
06.12.2019
ერეკლე მეორე
1სთ
11
13.12.2019
გიორგი სააკაძე
1სთ
12
20.12.2019
გიორგი ბრწყინვალე
1სთ
13
27.12.2019
ადოლფ ჰიტლერი
1სთ




პირველი შეხვედრა: 
გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან
 წრის მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაცია, მოსწავლეთა მშობლებისათვის წრის მუშაობის მიზნის გაცნობა,შეხვედრის განრიგი.

მეორე შეხვედრა: 
თემატიკის შერჩევა მოსწავლეების მონაწილეობით

წრის წევრებმა ერთობლივი შეთანხმებით გადავწყვიტეთ სამომავლოდ წრის შეხვედრები და სამოქმედო გეგმა უნდა ჩატარებულიყო შემდეგი თემატიკის მიხედვით: პოლიტიკური პიროვნებები, მმართველები, მხედართმთავრები.   მეშვიდე  მერვე 
კლასის ისტორიის  სასწავლო პროგრამაში  ჩვენს მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმის თემებია არის აღნიშნული, მაგრამ ვსწავლობთ ზედაპირულად, ამიტომ წრის წევრებმა გადაწყვიტეს უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ.





მოგესალმებით ოფიციალურად ვიტოყბინებით რომ 1 ოქტომბრიდან ფუნცქციონირებას იწყებს საწრეო მუშაობა ,, გამოჩენილი  მეფეები " შეხვედრები განკუთვნილია მე-7; მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის, შეხვედრები ჩატრდება კვირაში ერთხელ ხუთშაბათს, შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წუთი. საწრეო მუშაობაში გაწევრიანების მსურველებმა მიაკიტხეთ ბიბლიოთეას. პატივისცემით წრის ხელმძღვანელი პედაგოგი მაკა ირემაშვილი.

No comments:

Post a Comment